- ნაადრევი სქესობრივი მომწიფება
- სხვადასხვა ნეიროენდოკრინული დარღვევების ზეგავლენით, მეორადი სასქესო ნიშნების ადრეულ გამოვლინებასთან ერთად, შეიძლება გამოხატული იყოს ნაადრევი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება. გოგონებში – ადრე იწყება მენსტრუალური ციკლი, ვლინდება თმიანობა ბოქვენის, იღლიისქვეშა ფოსოებისადა სხვა არეებში, ვითარდება სარძევე ჯირკვლები, იზრდება მენჯი და თეძოების მოცულობა, აღმოცენდება სექსუალური ინსუიენციები და სხვ. ნაადრევი სქესობრივი მომწიფების მიზეზი შეიძლება იყოს: ჯალღუზისებრი სხეულის, თირკმელზედა ჯირკვლების ქერქისა და შუამდებარე ტვინის სტრუქტურების, ისევე როგორც აღნიშნული წარმონაქმნებისა და ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარული სისტემის დამაკავშირებელი გზების დაზიანება. ამგვარი სინდრომი შეიძლება განვითარდეს ქალა-ტვინის ტრავმის, თავის ტვინის სიმსივნის, ან ტვინის ქსოვილის ანთების (ენცეფალიტის) შედეგად.Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
Georgian encyclopedia. 2013.